Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
რამაზ აბესაძე

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი. ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის –  “ეკონომისტის” (“ECONOMICS”) მთავარი რედაქტორი; “პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებულის” მთავარი რედაქტორი; 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; არაერთი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი და მონაწილე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 4 სამეცნიერო გრანტის ხელმძღვანელი; იყო სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სრული პროფესორი; დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით.